ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი ნენად ნესიჩი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფო პროკურატურის ცნობით, უშიშროების მინისტრი, ნენად ნესიჩი და სხვა ექვსი პირი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ფულის გათეთრების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროკურატურა და ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანიაში „სერბთა რესპუბლიკის გზები“ სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებდა, სადაც 2016-2020 წლებში ნესიჩს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

უშიშროების მინისტრთან, ნენად ნესიჩთან ერთად კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი, მილან დაკიჩიც დააკავეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა