მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობამ თბილისის მერიასთან გადაინაცვლა

მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობამ თბილისის მერიის შენობასთან გადმოინაცვლა.

ისმის შეძახილები: “არჩევნები”,”კახა!”. მარშის მონაწილეები მსვლელობით საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიდიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

მანამდე აქციის მონაწილეები, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძემ გააფრთხილა, რომ არასაკმარისი რაოდენობის არიან იმისთვის, რომ გზა სრულად დაიკავონ.

შესაბამისად, მათ მოუწოდა, რომ გზის მხოლოდ ერთი ნაწილი დაეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება და დაჯარიმდებოდნენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა და ბანერები წარწერით: “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”, “დაგიწეროთ სტრატეგია?”

დღეს თბილისში რამდენიმეჯერ აქცია-მსვლელობა იგეგმება.

კერძოდ, სომხური და აზერბაიჯანული მსვლელობა;ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის; მეექვსე სკოლელების მარში;ბათუმელების მსვლელობა თბილისში და სხვა.

მოქალაქეები უკვე 29-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს