ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2024 წელს, სამართალდარღვევის 721 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს, 721 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები.

„საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1125 კუბური მეტრი შეადგინა. რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 78 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 24 ფაქტი.

„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა ფაქტები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი, პატრულირებასთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა