პაპუაშვილი კომპანია „ლორგოზე“ - რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, „ნაცმოძრაობის“ დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილას არასდროს ერქმევა „პეჩენია", არ მგონია, პატიოსანი საქციელი იყოს

მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილას არასდროს ერქმევა „პეჩენია“, არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია „ლორგოს“ პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ჯამში 50 000 000 ლარის.

„საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია „ლორგოს“ პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ჯამში 50 000 000 ლარის.

იმისთვის, რომ მას მრავალმილიონიანი ვაჭრობა ჰქონოდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავუწესეთ რუსეთს სანქციები.

იმისთვის, რომ მისი მრავალმილიონიანი ვაჭრობა კიდევ უფრო სწრაფი ყოფილიყო, ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავკეტეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან.

და კარგიც ვქენით იმიტომ, რომ ვმოქმედებდით ქართველი ხალხის და ქართული ბიზნესის ინტერესით და არა სხვების პოლიტიკური თუ სამხედრო დღის წესრიგით, რომელშიც ქართველი ხალხი მხოლოდ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია.

ღმერთმა შეარგოს ყველას პატიოსნად მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის ბიზნეს რეკეტიორის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილას არასდროს ერქმევა „პეჩენია", არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე