გიზო ვასაძე - 2024 წელს საბურთალოს რაიონში 9 რეკრეაციული სივრცე მოეწყო-რეაბილიტირდა, ხოლო 72 მისამართზე სკვერები ფრაგმენტულად შეკეთდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა, ამ კუთხით წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ, გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სოფელ დიღომში, ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედნებიც, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჯამში 13 მისამართზე განხორციელდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია.

მისივე ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა 74 263 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 11 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.

„207 პროექტი განხორციელდა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, რეაბილიტირდა 91 ლიფტი, 36 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ხოლო 25 მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 13 ღონისძიება ჩაატარა“, - აღნიშნა გიზო ვასაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს 25 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, შედეგად ახალი დასასვენებელი სივრცეები გაჩნდა.

თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის, ჯამში, 31 260 069 ლარი დაიხარჯა.

„პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები აკაკი ალადაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საბჭოს წევრები და მოსახლეობა ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე