ჯო უილსონი - რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - თქვენ გხედავთ, ამერიკა არ მოტყუვდება

რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით.

"თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი.

კონგრესმენი გაცხადებას ასევე ფოტოსურათს ურთავს, რომელზეც ირაკლი კობახიძე და ასევე „ჰამასის“ ლიკვიდირებული ლიდერი ისმაილ ჰანიე არიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა