რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი - ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს

ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს! ეს არის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის საბიუჯეტო წინადადების საკვანძო პრინციპი - ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. კონგრესმენი ჯო უილსონი წლების განმავლობაში უძღვება ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფზე მუშაობას - მადლობა თქვენი ლიდერობისთვის! - ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის განცხადებაში.

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი ასევე აზიარებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებას, რომელშიც იგი კითხვას სვამს, რა უნდოდა სულ რამდენიმე თვის წინ ირანში ირაკლი კობახიძეს იმ ტერორისტული დაჯგუფებების („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, „ჰეზბოლა“, „ჰამასი“) ლიდერებთან, „რომლებიც აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა