თაია მახარაშვილი - თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს

თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის, თაია მახარაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს.

თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანის ბედი ამ პოლიტიკურ ვითარებაში ასე წარიმართა“.

ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უძღვოდა მთელი რიგი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს: ხან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი დაგვიწუნეს, ხან საბოტაჟში დაგვდეს ბრალი, ხან, თვითლუსტრაცია და თვითწმენდა უწოდეს ამ პროცესს; ისიც კი თქვეს, რომ ერთმანეთს ვაშანტაჟებდით, რომ ხელი ყველას მოგვეწერა (ეს ბოლო მეც მაინტერესებს, როგორ იყო); რამდენიმე დღეში, დაჩქარებულად შეიმუშავეს ყოვლად გაუგონარი, რეპრესიული აქტი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებები კი არა, მისი იმიტაცია უფროა. თან აროგანტული ტონით იმუქრებოდნენ რეორგანიზაციით. მოკლედ, რაღაცნაირი გროტესკული პროცესია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ჩვენი ნატანჯი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ისეთი, როგორიც ყველა ჯანსაღ, სწორი ღირებულებების ადამიანს სურს. ამისთვის ბრძოლა და თავგანწირვა ნამდვილად ღირს.

ამაყი ვარ და მიხარია, რომ საჯარო სექტორში ჩემი 11-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ერთგულად ვიცავდი საჯარო სამსახურის ყველა პრინციპს. მათ შორის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, ნეიტრალიტეტის და ღიაობის პრინციპებს. მიხარია, რომ სწორედ ამის გამო დღეს არ მრცხვენია მედიაში მომუშავე არცერთი კოლეგისთვის თვალებში ჩახედვის და მადლობას ვუხდი ყველა კეთილსინდისიერ, პატიოსან ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია ყველაფერი ის, რაც ოდესღაც გვასწავლეს - ვიყოთ ობიექტურები, სამართლიანები და ვიცავდეთ საჯარო ინტერესს.

როგორც ვამბობდი, ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება. ყოველ ჯერზე ასე იყო, ამიტომაც, არ მინანია, როდესაც 2012 წელს წინა ხელისუფლების წასვლას დავუჭირე მხარი და არც შემდგომის გასტუმრება მექნება სანანებელი.

მჯერა, რომ წლების შემდეგ, ჩემი შვილებისთვის ბევრი რამ მექნება მოსაყოლი. იქამდე კი ვაგრძელებ ბრძოლას მათი და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის უკეთესი, ლაღი და ბედნიერი მომავლისთვის“, - წერს თაია მახარაშვილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე