ლექსო ქავთარაძე - პროტესტის მუხტით ცივილურმა სამყარომ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც განვითარება და წინსვლა უნდა - ევროპა და ამერიკა ყოველთვის ეხმარება მებრძოლ ერებს

პროტესტის მუხტით ცივილურმა სამყარომ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც განვითარება და წინსვლა უნდა, რომელსაც უნდა ევროპული მომავალი, ამიტომ ევროპა და ამერიკა ყოველთვის ეხმარება მებრძოლ ერებს, ვისაც დამოუკიდებლობის სურვილი აქვს, შესაბამისად, მათი რეაქციები არის ადეკვატური, - ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (ლექსენი) განაცხადა.

მომღერლის თქმით, აშშ-ს მხრიდან რეაქციები მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, ცხადია ყველა სოციალური ფენის, პროფესიის მიუხედავად ყველა ერთიანდება, თავიანთ სათქმელს ამბობენ, თავიანთი წვლილი შეაქვთ ამ პროცესში. რეალურად მიტაცებულ ქვეყანას ვიბრუნებთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა პროფესიის ადამიანის მარში. საბოლოო ჯამში, ერთი დიდი ზღვა ხდება, ტყუილად არ ჰქვია ეროვნული მოძრაობა, რომელიც

ბოლოს გადაიქცევა საქართველოს გათავისუფლებით და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებით.

პროტესტის მუხტით ცივილურმა სამყარომ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც განვითარება და წინსვლა უნდა, რომელსაც უნდა ევროპული მომავალი, ამიტომ ევროპა და ამერიკა ყოველთვის ეხმარება მებრძოლ ერებს, ვისაც დამოუკიდებლობის სურვილი აქვს, შესაბამისად, მათი რეაქციები არის ადეკვატური. ეს ჯერ დასაწყისია, კიდევ უფრო გამკაცრდება თუ მალე არ მოეგებიან გონს და არ გაათავისუფლებენ ტყვეებს", - განაცხადა „ლექსენმა“.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს