საინიციატივო ჯგუფი HR Care საჯარო და კერძო სექტორში საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო შევიწროებული ადამიანებისთვის საკონსულტაციო შეხვედრას მართავს

საინიციატივო ჯგუფი HR Care საჯარო და კერძო სექტორში საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო შევიწროებული ადამიანებისთვის საკონსულტაციო შეხვედრას მართავს.

უფრო კონკრეტულად, ღონისძიებაში, რომელიც Holiday Inn-ში მიმდინარეობს, HR-ები, კარიერული განვითარების კონსულტანტები, იურისტები და „ქოუჩები“ მონაწილეობენ და ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის გამო სამსახურში სირთულეები ექმნებათ, სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციებს სთავაზობენ.

HR-ები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრების საჭიროება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დადგა და აღნიშნავენ, რომ ხშირია ფაქტები, როდესაც ოპოზიციური განწყობის გამო თანამშრომელს მენეჯერი სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

სპეციალისტების თქმითვე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის გათვალისწინებით, საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ამ კანონთან მიმართებით. ასევე, HR-ები ხაზს უსვამენ იმას, რომ არსებული მდგომარეობის ფონზე, მნიშვნელოვანია სტრესის მართვის სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის ქონა და ცოდნა, თუ როგორ მოიქცნენ, როდესაც ორგანიზაციებში, არსებული სიტუაციის გამო, თანამშრომლები ორ ბანაკად არიან დაყოფილები.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ბერუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს მიმდინარე ღონისძიებაში 50 სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალია ჩართული, რომლებიც დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციებს აძლევენ როგორც რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის დახვეწის თაობაზე, ისე იურიდიულ საკითხებზე.

მისივე თქმით, საკონსულტაციო სესიების ჩანიშვნა საინიციატივო ჯგუფის „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით, ონლაინადაც არის შესაძლებელი.

„ჩვენ, HR-ები გავერთიანდით ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც „რუსული კანონის“ ინიცირება მოხდა. შესაბამისად, ჩვენი გაერთიანების და ინიციატივის მიზანს წარმოადგენს, რომ მხარი დავუჭიროთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და იმის გამო, რომ ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ და პროტესტს გამოთქვამენ, სამსახურებში გარკვეული ტიპის სირთულეები ექმნებათ. ჩვენს ინიციატივას ეწოდება HR Care. დღევანდელი ღონისძიების განმავლობაში შეკრებილი ვართ 50 სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი: HR-ები, კარიერული განვითარების კონსულტანტები, იურისტები, „ქოუჩები“. ჩვენთან შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე კონსულტაციის მიღება. ეს საკითხებია: როგორ გავიუმჯობესოთ რეზიუმე, როგორ დავხვეწოთ სამოტივაციო წერილი, როგორ გავიუმჯობესოთ ინტერვიუსთვის საჭირო უნარები, როგორ გავიუმჯობესოთ სტრესის მართვის უნარები. ასევე, შესაძლებელია მიიღონ კონსულტაცია იურიდიული მიმართულებით, თუ სამსახურში გამოთქმული პოზიციების გამო ავიწროებენ. ჩვენ დღეს, 14:30-მდე Holiday Inn-ში ვიქნებით და შესაძლებელია დახმარების მიღება, თუმცა ამის გარდა, ონლაინადაც ვაგრძელებთ მსგავსი ტიპის აქტივობას. ონლაინადაც არის შესაძლებელი ჩვენთან შეხვედრების ჩანიშვნა. ამისთვის ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე, HR care-ზე შეუძლიათ მოიწერონ იმ ადამიანებმა, ვისაც მსგავსი ტიპის პრობლემები აქვს და ინდივიდუალურად შევეხმიანებით სესიების ჩასანიშნად. 14:30 საათზე შევუერთდებით ჯაჭვს. მსვლელობით წავალთ ვახუშტის ხიდისკენ და ერთიან ჯაჭვში ჩავებმებით“,- განაცხადა ნინო ბერუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე