მარგუს ცაჰკნა - შთამაგონებელი სურათებია საქართველოდან, პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმაურება.

მისი შეფასებით, საქართველოდან დღეს შთამაგონებელი სურათებია.

„შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან.

ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია - ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, - წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს