ჯო უილსონი - ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს - სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

მისი თქმით, სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.

„ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ CCP-ს [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და ირანის მარიონეტული რეჟიმის ფიქტიურ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის