ბენ ჰოჯესი - დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად

ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს - აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სურვილია გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო, შეაჩეროს საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამერიკამ ვერ შეძლო ჰქონოდა ნათელი სრატეგია ფართო შავი ზღვის რეგიონისადმი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სტრატეგიულად რომ მივდგომოდით, საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან- მთელ რეგიონთან, გაცილებით მეტს ვიფიქრებდით ჩვენს ურთიერთობებზე.

ახლა მაქვს განცდა, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. უნდა ჩაგვედო გაცილებით მეტი ინვესტიცია საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა ქართველების ნიჭის განვითარებაში, დემოკრატიული მცდელობების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველთვის ძალიან კარგი ელჩები გვყავდა წარგზავნილი, ჩვენმა [ამერიკის] მთავრობამ სტრატეგიულად არ იფიქრა საქართველოზე, რამაც რუსეთს და "ქართული ოცნებაში" კრემლისადმი სიმპათიით, თუ შიშით განწყობილებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მისცა.

ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს - გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო და შეაჩეროს და საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. ესაა საფრთხე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა”, - აღნიშნა გენერალმა ჰოჯესმა.

გენერალი ჰოჯესი ფიქრობს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

„უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით [სალომე ზურაბიშვილით]. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშაოს მას.

ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას [სალომე ზურაბიშვილის] ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრტაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული”, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში