შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სალომე ზურაბიშვილის მიმართ რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ - ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ნახეთ როგორ აირევა მათი ურთიერთობა

ოპოზიციას რიტორიკა იმიტომ ჰქონდა შეცვლილი, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინა - ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ახლა ნახეთ, როგორ აირევა მათთან ურთიერთობა - ეს არის ჟურნალი, რასაც ვხედავთ, მათ რიგებში დაპირისპირების კინო წინ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ჯერ სად ხართ, ოპოზიცია თავის პირველ რიტორიკას რომ დაუბრუნდება ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მერე ნახეთ თქვენ დაპირისპირება“.

„ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილის სტატუსის გამოყენება ხდებოდა. ეს ის ოპოზიციაა, რომლის ეპითეტებიც გვახსოვს ქალბატონი სალომეს მიმართ. არა მხოლოდ ეპითეტები, რომლებიც ყველანაირ ეთიკურ ზღვარს იყო გაცდენილი. ზუსტად იმ ოპოზიციის მიერ იყო სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებული. ეს რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ახლა ნახეთ, როგორ აირევა მათთან ურთიერთობა. ეს მოსალოდნელიც იყო საბოლოოდ. ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომლებსაც რაღაც პოლიტიკური იდეოლოგია აქვთ, არამედ საქმე გვაქვს მარიონეტებთან, რომლებიც სხვების დაკვეთით მოქმედებენ. ამიტომ, ეს ჯერ კიდევ წინა არის. ეს არის ჟურნალი, რასაც ვხედავთ, მათ რიგებში დაპირისპირების კინო წინ არის.

ის ამბობდა, რომ დარჩებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არ დარჩა და წავიდა. პოლიტიკურ ასპარეზზე კი ბატონო, დარჩეს, ეს თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა და ყველას შეუძლია პოლიტიკურად აქტიური იყოს. გუშინ ვნახეთ, რომ ვერ დარჩა და წავიდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევას და აღნიშნა, რომ „მე რატომ უნდა მივეწვიე? მეც არავინ მომიწვევია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე“.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ სიცრუეს ავრცელებთ - არა დონალდ ტრამპმა, არამედ ჯო უილსონმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე, როგორც იცით. არ ვიცი, იქ, ალბათ, თავისებური სისტემაა ინაუგურაციაზე და ღონისძიებაზე ხალხის მიწვევისა. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე რატომ უნდა მივეწვიე? მეც არავინ მომიწვევია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის