შსს - ზვიად ხარაზიშვილმა ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, რის გამოც „ავერსის“ კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე

ვარჯიშის დროს, ზვიად ხარაზიშვილმა მიიღო დაზიანება, რის გამოც „ავერსის“ კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმურ შემოწმებას.

„გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმურ შემოწმებას.

ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე“, - აცხადებენ შსს-ში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა