მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ შემდგარი მმართველი კომიტეტი შეიკრიბა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად - 2025 წელს განსახორციელებელი საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მმართველი კომიტეტი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, "სემეკის", დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება, რომელიც 2024 წელს მომხმარებლის დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგის საფუძველზე შეიქნა. საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სტრატეგია, 2024-2027 წლებში, 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს.

„სტრატეგიის დოკუმენტი დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ ანგარიშის მომზადებას, სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს, რომელიც სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია.

სტრატეგიის მიზანია, ერთობლივ ფორმატში - ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა, რომელმაც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტი გარანტიების შექმნა უნდა უზრუნველყოს როგორც მომხმარებლებისთვის, რადგან მათი უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები