ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიეტუვა საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ერევა

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის არ არის გამიზნული, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არ ეხება საშინაო პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ გასცეს და არ შესრულდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც მათთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხორციელების პირობაა“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

კიასტუსის ბუდრისმა უპასუხა შეკითხვას პარტია „ნემუნო აუშრას“ (ნემანის განთიადი) ლიდერის, რემიგიუს ზემაიტაიტის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც ლიეტუვა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

„ეს ეხება მხოლოდ იმას, რომ [საქართველო არღვევს დანაპირებს] და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ შიდა პოლიტიკური პროცესები წავმართოთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა