ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევაზე - ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რეაგირება სჭირდება, რაც სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას გულისხმობს - აგრესიის გამოვლენა სასწრაფო დახმარების მიმართ არ არის სასიამოვნო

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ უმიზეზო აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო ფაქტი არ არის.

ის მედიასთან მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა, რა დროსაც მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა.

მიხეილ სარჯველაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარების მიმართ ასეთი დამოკიდებულებები არ უნდა იყოს წახალისებული ან მოწონებული.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რეაგირება სჭირდება, რაც სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, მაგრამ არის აუცილებლობა, რომელიც უნდა დადგეს. ძალიან მძიმე ფაქტია. მიუხედავად ამისა, არ მინდა დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრო.

მინდა ვთქვა, რომ ექიმების, განსაკუთრებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმების ღვაწლი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ისინი ასრულებენ მოვალეობას, რითაც მათი შრომა და ღვაწლი არცერთ სხვა პროფესიას არ ჩამოუვარდება, არც სამხედრო პროფესიას, არც პოლიციის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან და მათი პატივისცემა ჩვენი საზოგადოებისთვის აუცილებელია. უმიზეზო აგრესიის გამოვლენა ადამიანების ან ზოგადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ არ არის სასიამოვნო. მესმის ადამიანების ემოციების, მძიმე ტრაგიკული შემთხვევის, მაგრამ არ იქნება მართებული, რომ საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულებები იყოს საზოგადოდ წახალისებული ან მოწონებული. მოგვიანებით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, კვლავ სასწრაფო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც სჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია სამედიცინო დახმარება. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ეს ინციდენტი მოხდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.

უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.

შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე