„გორმედის“ სამედიცინო ცენტრი საერთაშორისოდ აკრედიტებული კლინიკა გახდა

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დაასრულა და შიდა ქართლის რეგიონში ევროპული აკრედიტაციის EUROMEDI INTERNATIONAL-ის მიერ საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა. აღნიშნულთან დაკავშრებით ინფორმაციას „გორმედი“ ავრელებს.

მათი ცნობით, აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი სრულად აკმაყოფილებს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მოიცავს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, პაციენტთა უსაფრთხოებას, პერსონალის კომპეტენციასა და ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას.

აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვის პროცესში, აკრედიტაციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყო ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის მთელი მედპერსონალი, რომელმაც 1 წლის განმავლობაში დაამუშავა და ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის 1500 - ზე მეტი სტანდარტი.

„საერთაშორისო აკრედიტაცია ჩვენი კლინიკისა და მთელი ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, 1 წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოპივოვეთ.

სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ინფექციების კონტროლი და პრევენცია, ექიმებისა და ექთნების პროფესიული კომპეტენცია, უწყვეტი განათლების პროცესი და მართვის პოლიტიკა სრულად შეესაბამება ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს თავდაუზოგავი შრომისთვის და კლინიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა, აკრედიტაციის ადგილობრივ წარმომადგნელებს თანამშრომლობისთვის და ყველა იმ ღირებული რეკომენდაციისა და სტანდარტების გაზიარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მოსახლეობისთვის”, - ნათქვამია „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში