გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება

2025 წლიდან, გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. იანვრიდან ძალაში შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას “M2“, “M3“, “N1“, “N2“, “N3“, “O3“, “O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

შემოწმდება შემდეგი საკითხები: - სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; საკონტროლო მოწყობილობის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად - 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე