2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ დამოუკიდებელ უწყებად იმუშავებს

2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება.

პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა.

კულტურის მიმართულებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის სამინისტროს გადაეცა, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, კულტურისა სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა სპორტის მინისტრის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე დაასახელა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს