მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე" გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.

პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება.

მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” .

სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის დაგეგმილი გლდანის ციხესთან სახელწოდებით - "ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს