მამუკა ხაზარაძე - 2024 წელი იყო გარდამტეხი, დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არასდროს შეეგუება მონობას, დიქტატს და თავისუფლების წართმევას - 2025 წელს შევცლით რუსულ ხელისუფლებას

2025 წელს ჩვენ აუცილებლად შევცლით რუსულ ხელისუფლებას , - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, 2024 წელი იყო გარდამტეხი წელი იმიტომ, რომ დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება.

"მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო. უნიკალური დღეა დღეს, არა იმიტომ, რომ ახალი წელია, არამედ ასეთი სახალხო ზეიმი და ახალი წლის აღნიშვნა პირველად ხდება ჩვენს ისტორიაში, რაც ძალიან მაგარი განცდაა და მინდა, თითოეულ ოჯახს, ემიგრანტს, ვინც დღეს პოლიტპატიმარია, ყველას მინდა, მივულოცო და გამძლეობა ვუსურვო. 2024 წელი იყო გარდამტეხი წელი იმიტომ, რომ დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არასდროს შეეგუება მონობას, რომელიმე ქვეყნის დიქტატს და, განსაკუთრებით, თავისუფლების წართმევას. ის, რაც ხდება საქართველოში, არა მარტო თბილისში, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის ისტორიული, გენეტიკური, ჩვენი დნმ, რომლითაც ჩვენ ამ ქვეყანაზე ვარსებობთ საერთოდ. 2025 წელს ძალიან ოპტიმიზმით ვუყურებ. ვუყურებთ იმით, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით რუსულ ხელისუფლებას მშვიდობიანად. საქართველო დაადგება აღმავლობის გზას, სწრაფ ინტეგრაციის გზას იმ ოჯახთან, რომლის წევრებიც ჩვენ ისტორიულად ვართ, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ფორმალურად ვერ მივედით. ახლა ყველა იზარებს, რომ ჩვენი გასაკეთებელია ყველაფერი. ჩვენ დაგვეხმარებიან და გვეხმარებიან, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენი მისაყვანია ბოლომდე. ყველაზე მაგარი არის ის, რომ ყველა მიხვდა რომ პოლიტიკა არ არის , მხოლოდ პოლიტიკური პარტიის გასაკეთებელი, პოლიტიკა არის თითოეული ადამიანის საქმე. პოლიტიკაა, როდესაც ქუჩა არის გაფუჭებული, ავტობუსი არ მუშაობს, სკოლაში ბავშვებს კვება არ აქვთ, ყველაფერი პოლიტიკაა. როდესაც მოქალაქე ხმას აიმაღლებს, როგორც ამ დღეებში აიმაღლეს, ეს ნიშნავს იმას , რომ ჩვენ სხვა საზოგადოება ვართ, ეს არის ევროპული ტიპის საზოგადოება, როდესაც შენ არ ეგუები სიმახინჯეს, უსამართლობას. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ძლიერ საქართველოს!", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე