ემანეულ მაკრონი - არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება და დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის

არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების მნიშნველობას.

“ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შორეული კონფლიქტები არაა. ისინი ჩვენ პირდაპირ გვეხება და საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთობას, ჩვენს ეკონომიკას.

ბოლო მოვლენები სირიაში, არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში, ტერორისტული თავდასხმები ევროპასა და ჩვენს სამეზობლოში გვაჩვენებს, რომ ჩენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ევროპას აღარ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა ძალებისთვის დელეგირება”, - განაცხადა მაკრონმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს