კიევში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია, დაშავდა სამი ადამიანი

კიევში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია, დაშავდა სამი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, პეჩერსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულები ნაწილობრივ განადგურდა. ექიმებმა დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, რუსული ძალები უკრაინას დრონებით გუშინ საღამოს შემდეგ უტევენ, რის გამოც დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს