2 იანვარს აქცია  „ბედობა რუსთაველზე" გაიმართება

2 იანვარს, რუსთაველის გამზირზე აქცია „ბედობა რუსთაველზე" გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი „დაიტოვე" ავრცელებს.

„2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი! წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანალოგიური აქცია 2 იანვარს, ასევე 19:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთანაა დაგეგმილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს