დონალდ ტრამპის ლას-ვეგასის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, არის მსხვერპლი

ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და ფეიერვერკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, Cybertruck-ი კოლორადოში დაიქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შუშის შესასვლელთან იყო გაჩერებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს და სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ არსებობს თუ არა რაიმე შესაძლო კავშირი Cybertruck-ის აფეთქებასა და ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას შორის.

ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმეჰილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, იყო თუ არა ეს ინციდენტი დაკავშირებული ნიუ ორლეანში მომხდართან. მისი თქმით, ისინი ასევე იძიებენ, შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც სასტუმროს ფლობს, ან Tesla-ს მფლობელ ილონ მასკთან.

ამასთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ მუშაობენ იმის გასარკვევად, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს