ევროკავშირი იაპონიასთან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსა და იაპონიას შორის პირველი ორმხრივი ჩარჩო შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

საბჭოს განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება წარმართავს მხარეებს შორის მომავალ ჩართულობას და უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ საკითხებზე.

„სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი და იაპონია უკეთესად შეძლებენ მრავალმხრივი და წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის გაძლიერებას, რომლის ბირთვია გაერო, ერთობლივი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ღია ბაზრები, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საბჭოს განმარტებით, რაც შეეხება ორმხრივ განზომილებას, შეთანხმება გააძლიერებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ტერორიზმთან და სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. გარდა ამისა, შეთანხმება გააძლიერებს სექტორულ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კოსმოსი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამრეწველო პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, განათლება, კვლევა და ინოვაციები.

შეთანხმებას ევროკავშირმა და იაპონიამ ტოკიოში 2018 წლის 17 ივლისს მოაწერეს ხელი. 2024 წლის 5 აპრილს კი წევრმა ქვეყნებმა შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურები დაასრულეს. გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დადების შესახებ საბჭომ 2024 წლის 22 აპრილს მიიღო, დოკუმენტი 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე