პოლონელი დიპლომატი - პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს

პოლონეთი თანამშრომლობს უკრაინასთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინულ-პოლონური სამხედრო საწარმოების შექმნის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა უკრაინასა და პოლონეთს შორის უკვე არსებობს. კერძოდ, ის მოიცავს დრონების წარმოებას, ტანკების შეკეთებას, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას.

ლუკასევიჩმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა აშენდა, თუმცა დიპლომატმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა.

„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც აცხადებს ასეთ თანამშრომლობას, როგორიცაა სამხედრო ტექნიკის წარმოების ქარხნის მშენებლობა, გეოგრაფიულად რუსეთისგან შორს მდებარეობს და რადგან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, შეუძლიათ ამაზე ისაუბრონ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ამიტომ არ ვსაუბრობთ ამაზე. ანუ გეოგრაფია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე