ისლამური სამყარო რაღაიბის ღამეს აღნიშნავს

დღეს ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რაღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. დღესასწაული ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედის მშობლების ქორწინების და მისი ჩასახვის დღეს.

„ამ დღის წინ მუსლიმები ასრულებენ ძღვენის ლოცვებს „სალათ არ-რაღაიბ". გარდა ამისა, მუსლიმები სამომავლო სურვილების აღსასრულებლად ამ ღამეს ღვთისმსახურებაში და ვედრებაში ატარებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს