სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას - მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ უწყვეტ მხარდაჭერას

პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა და იგი ევროკავშირის საბჭოს მომდენო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს