თეირანში იტალიელი ჟურნალისტის დაკავების გამო, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თეირანში იტალიელი ჟურნალისტის დაკავების გამო, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს.

„მთავრობა, სესილია სალას დაკავების პირველივე დღიდან სახლში მის დასაბრუნებლად დაუღალავად მუშაობს და მოვითხოვთ, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს“, - წერს ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა. იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს