ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი - მას ნამდვილად სურს ომის დასრულება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი - უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკვე რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს. მისი აზრით, ტრამპი "ძლიერი და არაპროგნოზირებადია".

“ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს