რობერტ ფიცო, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისო თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „ზელენსკის დივერსიაა“ და რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.

მან დაადასტურა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ სამშაბათს ბრიუსელში ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყნისთვის სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია თითქმის 500 მილიონი ევროს დანაკარგისთვის.

ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კოალიციური საბჭოს მოწვევას გეგმავს, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც კოალიციის პარტნიორები შესაბამის ზომებს განიხილავენ.

„პარტია Smer-SD-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ კოალიციაში მოლაპარაკება ვაწარმოოთ და შევთანხმდეთ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე და სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე,“ - აღნიშნა ფიცომ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!