კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კომერციული დანიშნულების შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van's RV-10-ია. შენობა კი, რომელსაც ის შეეჯახა, ავეჯის საწარმოა.

ოფიციალური პირები არ ასახელებენ დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. უცნობია, ვინ არიან დაღუპული ადამიანები : საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა