BBC - სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს

სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს და პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია განხორციელდეს უწყვეტი დაპირისპირების გამო", - განაცხადეს გამომძიებლებმა.

ამასთან, იუნ სუკ იოლის მომხრეები მისი რეზიდენციის გარეთ სკანდირებენ: "ჩვენ გავიმარჯვეთ!"

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დასაპატიმრებლად მის რეზიდენციაში მივიდნენ, მაგრამ პრეზიდენტის უსაფრთხოების გუნდმა მათ დაკავების ორდერის აღსრულების საშუალება არ მისცა.

სამხრეთ კორეის სასამართლომ იუნ სუკ იოლის დაკავების ორდერი ორი დღის წინ გასცა.

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება.

ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა. იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ აღადგინოს თანამდებობაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ