საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, მწუხარებას გამოთქვამს პოლიტიკოსის, დიპლომატის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საზოგადო მოღვაწის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს საზოგადოებას, ლეკიშვილების ოჯახსა და ახლობლებს.

„77 წლის ასაკში გარდაიცვალა დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის რიგით მეოთხე მერი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკოლოზ (ნიკო) ლეკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ლეკიშვილების ოჯახსა და ახლობლებს.

საზოგადოებას ნიკო ლეკიშვილი მუდამ ემახსოვრება თავისი გამორჩეული პიროვნული თვისებებითა და პროფესიონალიზმით. ის დიდ პატივისცემას იმსახურებდა საქმისადმი პრინციპული და პატიოსანი დამოკიდებულების გამო. ცხოვრებისადმი უშრეტი სიყვარული იგრძნობოდა ბატონი ნიკოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ახალგაზრდების მიმართ. იგი გულწრფელად ხარობდა მათი წარმატებებით და უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ