ირაკლი ფავლენიშვილი - დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა

დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, საჯარო მოხელეების ძალიან დიდი ნაწილი წინააღმდეგია ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების.

„დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა. თუმცა ამ წმენდების დროსაც ივანიშვილი და მისი გუნდი მიხვდება, რომ კრიტიკული მასა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ავტორიტარულმა რეჟიმმა იფუნქციონიროს, ამ მასასაც ვერ შეაგროვებენ, რადგან საჯარო სამსახურშიც კი ძალიან დიდი ნაწილი საჯარო მოხელეების არის წინააღმდეგი ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების და ამ დიქტატურაში უბრალო ჭანჭიკის მორგების”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს