გიორგი კვირიკაშვილი - ეს უპირველესად რაჭველების და დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ მოკრძალებულად ვიტყვი: ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.

„პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა - ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა.

სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი...“

შევკრიბე გუნდი იმ საღამოსვე, სასწაულად ვიმუშავეთ ყველამ - რამდენიმე თვეში ნულიდან დავაპროექტეთ, ავაშენეთ და 2017 წლის ძველით ახალ წელს საზეიმოდ გავხსენით ამბროლაურის ულამაზესი აეროპორტი. საოცრად ემოციური დღე იყო. მეცხრე ცაზე ვიყავით ყველა და განსაკუთრებით იდეის ავტორი ჩვენი ბატონი ნიკო.

ეს უპირველესად რაჭველების და, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ მოკრძალებულად ვიტყვი: იმ აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე