აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს

რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა ჯონსონს ხმას: რალფ ნორმანი (სამხრეთ კაროლინა), კიტ სელფი (ტექსასი) და ტომას მესი (კენტუკი), თუმცა ნორმანმა და სელფმა ჯონსონთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ მას დაუჭირეს მხარი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ