გრიგოლ გეგელია - ვხედავთ, რომ აშშ ქართველი ხალხის ბრძოლას ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს - ეს არის პოლიტიკური და მორალური განაცხადი, რომ ჩვენს პროტესტსა და ეროვნულ ხმას  აშშ-ს მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

ვხედავთ, რომ აშშ ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს არის პოლიტიკური და მორალური განაცხადი, რომ ჩვენს პროტესტსა და ეროვნულ ხმას აქვს აშშ-ს მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები მათ შორის ქართველი ხალის უწყვეტმა პროტესტმა გამოიწვია.

„ორივე აქტი აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია და განაცხადი, რომ აშშ ხმების მიტაცებას არასდროს არ შეეგუება.

„ქართულმა ოცნებამ“ სცადა ეჩვენებინა ყველასთვის, რომ ვითომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვლებოდა, რაც თავიდანვე სისულელე იყო. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არანაირ ცვლილებებს არ მოველი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!