რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში მისი პარტიის რიგით მერვე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ავტომაგისტრალის 17 პროექტი სხვადასხვა რაიონებში გრძელდება. ჩვენი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას“, - დასძინა მან.

ერდოღანის თქმით, პროექტის შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი სარკინიგზო ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

„ტრანსპორტის მინისტრი აქ არის, ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, - დასძინა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბით და სხვა დამაკავშირებელი გზებით, ქვეყნის პროვინციები აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირდება.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება