ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

ჯასტინ ტრუდოს განმარტებით, თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ მისი „ლიბერალური პარტია“ ახალ ლიდერს აირჩევს.

ამასთან, ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა დროებით, 24 მარტამდე შეაჩერა.

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან იგი „ლიბერალური პარტიის“ ლიდერი იყო.

უცხოური მედიის თანახმად, გადადგომის მოთხოვნით ჯასტინ ტრუდოზე ზეწოლა გასულ თვეში, კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაიზარდა. იგი ჯასტინ ტრუდოსთან ხარჯების გამო არსებული უთანხმოების გამო გადადგა. კანადაში არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ