დონალდ ტრამპი - აშშ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტებისა და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას თავის გატანისთვის სჭირდება, ვეღარ დაზარალდება, ტრუდომ ეს იცოდა და ამიტომ გადადგა

კანადაში 51-ე შტატად ყოფნა ბევრ ადამიანს უყვარს, - ასე ეხმაურება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას.

„აშშ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტებისგან და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას თავის გატანისთვის სჭირდება, ვეღარ დაზარალდება. ჯასტინ ტრუდომ ეს იცოდა და ამიტომ გადადგა. თუ კანადა აშშ-სთან გაერთიანდება ტარიფები არ იქნება, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდება, ისინი დაცულები იქნებიან რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად გარს ეხვევიან. ერთად, რა დიდებული ქვეყანა იქნებოდა!“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

შეგახსნებთ, დღეს, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდო თანამდებობაზე მმართველი „ლიბერალური პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა