ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ

რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კურსკის ოლქში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან ზუსტად ხუთი თვე გავიდა და რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, იქ რუსულ სამხედრო პოტენციალს აქტიურად ვანადგურებთ. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე 38 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ მებრძოლებს „ომის სახლში, რუსეთში დაბრუნებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„რუსებმა კურსკის ოლქში ძლიერი დანაყოფები განალაგეს, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც იქ არიან განლაგებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოცხალი ძალის სხვა ფრონტებზე გადაყვანა შეუძლებელია“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა