ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა France 24 ავრცელებს პოლიტიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ (დღეს ცნობილი როგორც „ეროვნული გაერთიანება“) დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

ჟან-მარი ლე პენმა 1972 წელს „ეროვნული ფრონტი“ დააფუძნა, რომლის პრეზიდენტიც 2011 წლამდე იყო, ხოლო შემდეგ პარტიის პრეზიდენტის თანამდებობა მისმა ქალიშვილმა, მარინ ლე პენმა დაიკავა.

საფრანგეთის 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟან-მარი ლე პენი მეორე ტურში გავიდა, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა.

ჟან-მარი ლე პენი საფრანგეთის პოლიტიკაში რასასთან, იმიგრაციასა და სქესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩეოდა.

წარსულში ჰოლოკოსტის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც სასამართლომ ჰოლოკოსტის უარყოფად აღიარა, რამდენჯერმე გაასამართლეს.

„არ ვამბობ, რომ გაზის კამერები არ არსებობდა. მე თვითონ ისინი არ მინახავს. ეს საკითხი ყურადღებით შევისწავლე. მჯერა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მხოლოდ ეპიზოდია“, - განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა 1987 წელს, რისთვისაც 183 200 ევროთი დააჯარიმეს.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა