ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს.

„დღეს ჩვენ შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი შევიპყარით, მათ შორის ორი აშშ-დან“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მისი თქმით, დაქირავებული ჯარისკაცები პარასკევს, 10 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის წინ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

ვენესუელის პრეზიდენტის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი ამერიკელი, ორი კოლუმბიელია, ხოლო 3 უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობდა.

„დარწმუნებული ვარ მომავალ რამდენიმე საათში ისინი აღიარებენ“, - აღნიშნა ნიკოლას მადურომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა