ოკუპირებულ აფხაზეთში 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება , - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ კომპანია „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში აბონენტებს ელექტროენერგია დღეში 6 საათის განმავლობაში გაეთიშებათ.

„შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობიდან გამომდინარე. მიღებული ზომები მიზნად ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციასა და ენერგო სისტემის სტაბილურად მუშაობის უზრუნველყოფას ისახავს“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დაბალ დონეს უკავშირდება. გასული წლის 11 დეკემბრიდან მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა, 23 დეკემბერს კი რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის „ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში არ მოქმედებდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა