კამალა ჰარისი სინგაპურს, ბაჰრეინსა და გერმანიას ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სინგაპურს, ბაჰრეინსა და გერმანიას ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი 13-17 იანვარს დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში სინგაპურში, ბაჰრეინსა და გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს მოინახულებს.

„ვიცე-პრეზიდენტი თითოეულ რეგიონში ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მიღწევებს, აშშ-ის პარტნიორობას შესაბამის ქვეყნებთან და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს ხაზს გაუსვამს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა