ნოდარ ხარშილაძე - დასავლეთში არავინ აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, აკეთებენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, საბჭოთა მიდგომაა, როცა პარტიას აიგივებ სახელმწიფოსთან - კომპრომისზე წასვლას „ქართული ოცნება“ არ აპირებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში არის მითითება იმაზე, რომ არანაირ კომპრომისზე წასვლას „ქართული ოცნება“ არ აპირებს, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საბჭოთა მიდგომის მსგავსად, ქვეყანა და პარტია გააიგივოს.

„რამდენიმე პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, ჯერ ამ განცხადების აზრს შევხედოთ, რატომ გააკეთეს საკმაოდ ბოდვითი განცხადება? - თუ ყურადღებით წავიკითხავთ განცხადებას, ვნახავთ, რომ საკუთარ თავს აიგივებენ ქვეყანასთან. არავინ აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, აკეთებენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს და პარტია და ქვეყანა სხვადასხვა რამეა. ეს არის საბჭოთა მიდგომა, როცა პარტიას აიგივებ სახელმწიფოსთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ „მე თუ მირტყამ, ე.ი. ურტყამ საქართველოს და ჩემ წინააღმდეგ მოქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება“. ეს არის პირველი, რასაც ცდილობენ ამ განცხადებით გააკეთონ.

მეორე, ხომ ამბობდნენ, რომ 20 იანვარი დადგება და ყველა პრობლემა მოგვეხსნება, შეცვლილია ეს რიტორიკა. ამბობენ, რომ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში, ეს არის მითითება იმაზე, რომ არანაირ კომპრომისზე წასვლას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. ეს არის სიგიჟეში გადასული განცხადება.

დღეს ევროკავშირში ადამიანის ცხოვრების სტანდარტი არის ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე სადმე ყოფილა დედამიწის ზურგზე და ის არის ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა და თუ ეს ყველაფერი არ ვარგა, მაგის ალტერნატივა არის რუსეთი“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები